Saturday, October 15, 2011

არტ თერაპია

არტ თერაპია ექსპრესიული ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომლითაც ხდება სასურველი შედეგის მიღწევა ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით: ხატვით, ძერწვით, მუსიკით, თეატრალური ჩანართებით და სხვ.

მისი საშუალებით ხერხდება განმუხტვა, სტრესის და პოსტტრამვული სიმპტომების მოხსნა, თვითგამორკვევა, არაცნობიერის გაცნობიერება, ასევე ურთიერთობების დარეგულირება ადამიანებს შორის და კრეატულობის განვითარება.

არტ თერაპია ძალიან ეფექტურია, როდესაც ტარდება 10-15 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში. ჯგუფის წამყვანი იძლევა ინსტრუქციებს და დავალებებს, რომლებსაც მონაწილეები ცალ-ცალკე ან ჯგუფთან ერთად ასრულებენ. შექმნილი დადებითი ემოციური ფონი კი ხსნის დაძაბულობას და თავისუფლებას მატებს თითოეულს.

აირჩიეთ მხოლოდ ერთი სურათი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ხასიათს



ჟმუროვის დეპრესიის საკვლევი ტესტი– დეპრესიული მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებელი.


ნაყოფის განვითარების ფსიქოლოგია

ზემგრძნობიარე დანადგარების გამოყენებით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა დი პიეტრომ  და სხვა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობის 32-ე კვირაზე-დაბადებამდე 2 თვით ადრე- ბავშვი იქცევა ზუსტად ისე, როგორც ახალშობილი.  ეს გრძელდება შემდგომი 12 კვირის მანძილზე. მეცნიერების ბოლო გამოკვლევები გვაცნობენ, რომ9-ე კვირაზე ნაყოფს შეიძლება ასლოკინებდეს და რეაგირებდეს ხმამაღალ ბგერებზე. მეორე ტრიმესტრის ბოლოს მას უვითარდება სმენა. ნაყოფი გემოს უსინჯავს დედის საკვებს და პირველად უჩნდება “პირის გემო” კულტურულ-ეთნიკური  თავისებურებებიდან გამომდინარე. სხვა გონებრივ ჩვევათა შორის ნაყოფმა შეიძლება განასხვავოს დედის ხმა უცნობი ადამიანის ხმისაგან, მოახდინოს რეაგირება ნაცნობ, მისთვის წაკითხულ ზღაპარზე.


ბავშვის ფსიქოლოგიის შესახებ (მიმოხილვა)

დაბადების მომენტიდან ბავშვი აქტიურად იკვლევს უშუალოდ მის გ
არშემო მყოფ სამყაროს, პირველ რიგში მის სიახლოვეში მოძრავ ან ცვალებად ობიექტებს. პარალელურად მიმდინარეობს მისი სმენითი და ვიზუალური აღქმის კოორდინაცია. ანუ ამ ეტაპზე ბავშვისათვის დამახასიათებელია კვლევითი ქცევა.
ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპის მახასიათებელია მისი მოტორული განვითარება. სხვა და სხვა ასაკის ბავშვთა მოძრაობითი ქცევის დაფიქსირებისა და ანალიზის საფუძველზე იელის (ა.შ.შ.) უნივერსიტეტის მკვლევარმა ა. გეზელმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს ბავშვის ასაკის შესაბამისი მოტორული განვითარების კანონზომიერებები. ამის გარდა მათ გამოიკვლიეს ბავშვის მეტყველებითი და ადაპტიური ქცევა, მისი ქცევა ჯგუფში. ამ კვლევებს ძირითადად ეყრდნობა ფსიქიკური განვითარების თანამედროვე სკალები, მათ შორის ბეილის სახელწოდებით ცნობილი სკალები, რომლებიც იძლევიან საშუალებას შევაფასოთ ორი წლის ასაკამდე ბავშვის მოტორული, მეტყველებითი და ადაპტიური განვითარება.

ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი (დ. 1856 წლის 6 მაისს იმ დროისთვის ავსტრიის იმპერიის ქალაქ ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქალაქი პრჟიბორი) — გ. 23 სექტემბერი, 1939, ლონდონი), ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.
იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ე.წ. Drive-ი(ქცევის ფსიქიკური მასტიმულირებელი, მამოძრავებელი ან/და აღმძვრელი ფაქტორები.) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და
გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ეს პიროვნება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ასპარეზზე. 18 წლისამ, ვენის უნივერსიტეტში ნაშრომები წარადგინა, თუმცა დაიწუნეს და აუკრძალეს ამ სფეროსი მუშაობა. გავიდა ხანი და მან საკუტარი სახსრებით წიგნიც კი გამოსცა - პარაფსიქოლოგია და სიზმრები. რის შედეგადაც ხალხში დიდი პოპულარობა მოიპივა და მალე პაციენტების მიღებაზეც დასთანხმდა. სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს იმ სფეროში, რაშიც თავად მოღვაწეობდა.სალვადორ დალი მასზე ამბობდა- ის ჩემი მეორე მამა არისო.