Sunday, July 10, 2011

ფსიქოლოგები გვირჩევენ - როგორ დავანებოთ თავი მოწევას

ამერიკელი ფსიქოლოგები თვლიან, რომ მოწევის შეწყვეტა – ერთ-ერთია იმ ურთულეს ამოცანათაგან, რომლებიც იძულებულია გადაჭრას ადამიანმა. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ -”ამერიკელები არამწეველების უფლებების დასაცავად” (AmericansforNonsmokers’ Rights) მწეველებისათვის, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიდააღწიონ ამ მავნეჩვევას, შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციები:

1. სწორად დასვით საკითხი. გირჩევთ არ გამოიყენოთ ფრაზა “მე თავს ვანებებ მოწევას”. ამის მაგივრად თქვით: “მე არ მინდა მოწევა”. გარეგნულად სხვაობა შეუმჩნეველია, მაგრამ, როგორც გამოკვლევები გვიჩვენებენ, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე;



2. “შეიცან თავი შენი”. განსაზღვრეთ, ყველაზე უფრო როდის გინდებათ მოწევა: მანქანაში, სამუშაოზე, ჭამის შემდეგ, ძილის წინ? ამოცანა – დადგინდეს, როდის ეწევით, რომ დაცული იქნეს ერთგვარი რიტუალი. შეცვალეთ სიგარეტისრიტუალი სხვა რიტუალით. მაგალითად, ძილის წინ სიგარეტის ნაცვლად მიირთვით ვაშლი ან ოცჯერ აისროლეთ ჰაერში ასანთის კოლოფი. ძალიან შველის ათჯერ ღრმად ჩასუნთქვა, ასევე – საღეჭი რეზინა, საწუწნი კანფეტები და ა.შ.;

3. არსებობს მოწევის გადასაჩვევი მრავალი მედიკამენტი, მაგრამ მთლიანად მათზე მინდობა არ შეიძლება, რადგან ამ საქმეში მთავარი ადამიანის პრინციპულობა და ნებაა;

4. დაარწმუნეთ საკუთარი თავი თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში, ამისათვის ფურცელზე ჩამოწერეთ იმ ზიანის შესახებ, რომელიც მოაქვს სიგარეტის მოწევას. მაგალითად: “სიგარეტებზე დღეში ვხარჯავ …”, “წელიწადში ეს თანხა შეადგენს …”, “სიგარეტის გამო უფრო ხშირად ვხდები ავად”, “ჩემი ბავშვები ხედავენ, რომ ვეწევი და თვითონაც სურთ მოწიონ” და ა.შ. იმ წუთებში, როდესაც ძალიან მოგინდებათ მოწევა, გადაიკითხეთ ეს ფურცელი;

5. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური ლტოლვა მოწევისადმი უსასრულოდ არ გრძელდება. გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ თამბაქოსადმი ფიზიკური ლტოლვა ბოლო სიგარეტის მოწევიდან 48-72 საათის შემდეგ ქრება. შემდეგ თქვენ ბრძოლა გიწევთ არა ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობასთან;

6. ფიზიკური ვარჯიში ერთ-ერთი წარმატებული საშუალებაა თამბაქოს გადაჩვევის გასაიოლებლად. ვარჯიში მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე მოწევას გადაეჩვეოდეთ. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ფიზიკური ვარჯიშების მიმდევარი ადამიანები გაცილებით იოლად და სწრაფად ანებებენ თავს მოწევას. ამას გარდა, ვარჯიში გვეხმარება პირვანდელი წონის შენარჩუნებაში, რადგან ბევრი ყოფილი მწეველი თამბაქოს გადაჩვევის შემდეგ სწრაფად იმატებს წონაში;

7. ხშირად სიგარეტი მხოლოდ საბაბია შესვენებისათვის. იმის ნაცვლად, რომ მიაშუროთ მოსაწევ ოთახს, უბრალოდ გაისეირნეთ ქუჩაში;

8. თქვენ გესაჭიროებათ ახლობლების დახმარება. სთხოვეთ თქვენი ოჯახის წევრებსა დამეგობრებს, არ მოგცეთ სიგარეტის ყიდვის უფლება, მხარი აგიბან, როცა სიგარეტს შეცვლით გასეირნებით. როცა გადაწყვეტთ სიგარეტისათვის თავისდანებებას, მოგიწევთ მრავალი ცდუნების დაძლევა. ამიტომ, უმჯობესია, გარკვეული დროის განმავლობაში თავი აარიდოთ მწეველთა გარემოცვას საღამოებზე, ბარებში და ა.შ.;

9. გახსოვდეთ მთავარიშეცდომის შესახებ: თუ თქვენ დაიყვანეთ დღის განმავლობაში მოწეული სიგარეტის რიცხვი ერთამდე, თქვენ მაინც მწეველად რჩებით. აუცილებლად ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე;

10. არ დაკარგოთ იმედი! :)

წყარო:https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/tambakos-mokhmareba/preventsiis-gzebis-dziebashi/psikologebi-gvircheven

No comments:

Post a Comment