Tuesday, July 5, 2011

ოჯახური ძალადობა

ნაშრომი ეხება ოჯახურ ძალადობას, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო აქტუალური. ოჯახური ძალადობა გულისხმობს, რომ ირღვევა ინდივიდის უფლებები საკუთარივე ოჯახის წევრის მიერ. ამ პროექტში აღვწერთ დასმული საკითხს, გავაანალიზებთ, განვიხილავთ არსებულ სახელმწიფო რესურსებს და არასამ¬თავრობო ორგანიზაციების პროგრამებს. ასევე იმას, თუ ვინ არის, ან ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული მხარე ამ საკითხთან დაკავშირე¬ბით და განვიხილავთ მისი გადაჭრის გზებს.
როგორც შესავალში ვთქვით, დღესდღეობით ოჯახური ძალადობა საკ¬მაოდ აქტუალური საკითხია მთელ მსოფლიოში, თუმცა ისტორიულად ქა¬ლების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობას არ აღიქვამდნენ როგორც “დანაშაულს”. ეს დადასტურებულია იმით, რომ მამაკაცების მიერ პარტ¬ნიორის ჩაგვრაში დამნაშავედ ცნობას იშვიათად თუ მოჰყვებოდა სერიო¬ზული შედეგები, როგორიცაა დაპატიმრება ან ფულადი ჯარიმა. საზო¬გადოება ძალიან იშვიათად ჰკიცხავს მჩაგვრელებს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ცნობილია, რომ ისინი ფიზიკურად დაესხნენ თავს თავიანთ პარტნიორს. მჩაგვრელი საზოგადოების ყველა ფენაში არსებობს და მას განსხვავებული გამოცდილება და პირადი თვისებები აქვს.

ყვე¬ლაზე ხშირად ოჯახური ძალადობა აღმოსავლეთ აზიაში და წყნარი ოკეანის ტერიტო¬რიაზე გვხვდება. ამის მთავარი მიზეზია კანონებისა და შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ პროგრამების სიმცირე, განსხვავებით დასავლე¬თის ქვეყნებისაგან, სადაც მთავრობა თუ სხვა არასამთავრობო დაწესებუ¬ლებები შედარებით უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ოჯახური ძალა¬დო¬ბის საკითხს (თუმცა, ბევრი მსხვილი ორგანიზაცია აღმოსავლეთის ქვე¬ყ¬ნებზეც ზრუნავს). ხშირად ძალადობა ხორციელდება ნაშვილებ ბავშ¬ვებზე, აგრეთვე მამინაცვალის, ან დედინაცვალის მიერ. არის შემთხვევები, როცა ბავშვზე ძალადობა ხორციელდება ბებიის, ან ბაბუის მიერ.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ოჯახური ძალადობა ხორციელ¬დება გოგოების 1.5%-ზე, ხოლო ბიჭების 2.9%-ზე. მიგრაციის დეპარტა¬მენტმა დააფიქსირა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა 70% არის ოჯა¬ხური ძალადობის მსხვერპლი. ასევე ძალადობის ხშირი მსხვერპლნი არი¬ან ცოლი ან ქმარი.
მოძალადენი ხშირად ისეთი ადამიანები არიან, რომლებმაც თავი ვერ დაიმკვიდრეს საზოგადოებაში. ამის მიზეზი შეიძ¬ლება იყოს ეკონომიკური, სულიერი ან სხვა. ამიტომ უჩნდებათ უკმარი¬სობა და ცდილობენ, ეს უკმარისობა ოჯახის წევრების ხარჯზე შეივსონ. ამყარებენ მათზე დიქტატურას და მიმართავენ ძალადობას. ძალადობა ხშირად ხორციელდება მოხუცებზე, შეზღუდული უნარის მქონე ბავშვებზე და სხვა. ანუ ძლიერი ჩაგრავს სუსტს და ცდილობს, და¬ა¬მყაროს მასზე ძალაუფლება. ეს ყველაფერი ჩამორჩენილობისა და სო¬ციალური განუვითარებლობის მაჩვენებელია. სწორედ ამიტომაა ოჯახუ¬რი ძალადობა უფრო ხშირი აღროსავლეთის ქვეყნებში, დასავლეთთან შედარებით.
კიდევ ბევრი მიზეზია იმისა, რომ დღესდღობით ოჯახური ძალადობა საკმაოდ მწვავე საკითხია და საჭიროა ძალისხმევა იმისთვის, რომ სახელმწიფო და მოსახლეობა სერიოზულად მიუდგეს ამ საკითხს და მოვძებნოთ მისი გადაჭრის გზები.
ოჯახური ძალადობის შესამცირებლად უკვე არსებობს სახელმწიფო პროგ¬რა¬მები, ერთერთი მათგანია "ვაწა" პროგრამა, რომელიც ამერიკაში მიიღეს გავრ¬ცელებული ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტმა ბუშმა არ მოითხოვა ამ პროგრამის დაფინანსება და შესა¬ბამისად არ იყო კანონი მის შესახებ. მას კენჭი ეყარა 2006 წლის დე¬კემბერში, თუმცა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჩამოაყალიბა თავისი საბიუჯეტო მოთხოვნა მხოლოდ 2007 წლისთვის.
თუმცა არსებობს სხვა არასამთავრობო, კერძო ორგანიზაციებიც, რომ¬ლე¬ბიც ასევე ქმინიან პროგრამებს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. ერთერთი ასეთი პროგრამაა "სტოპ ფამილიყ ვიოლენცე". იგი წამყვანი ნა¬ციონალური ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ბრძოლა ოჯახური ძალა¬დობის წინააღმდეგ, რათა ხალხმა იმოქმედოს ადგილობრივ სახელმწიფო¬ებრივ დონეზე იმისათვის, რომ მიაღწიონ უსაფრთხოებ¬ასა და სამართლიანობას, დაეხმარონ მათ, ვინც განიცდის ოჯა¬ხურ ძალადობას და დაამყარონ მათ ოჯახებში სიმშვიდე.
ასევეა ბც ინსტიტუტი, რომელიც დაფუძნებულია 1989 წელს, იგი კერძო ორგანიზაციაა. მისი მთავარი მიზანია, შეამციროს შე¬უ¬რაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა და ფინანსური ექსპლოატაცია ოჯა¬ხში. ეს ორგანიაზაცია მუშაობს იმისთვის, რათა გაადვილდეს ურთიერ¬თობა სხვადასხვა საზოგადოებებთან, უნივერსიტეტებთან და სახელმწი¬ფო აგენტურასთან. იგი აქვეყნებს ინფორმაციას, ამარაგებს ბიბლიოთე¬კებს მასალებით ოჯახური ძალადობის შესახებ.
ერთერთი მთავარი ორგანიზაციის, უნიცეფ-ის მხარდაჭერითა და და¬ფი¬ნანსებით, იქმნება ბევრი პროექტი ოჯახური ძალადობის შესახებ. ერთ-ერთი მათგანია "ფამილყ ვიოლენცე". მისი მხარდაჭერის შედეგად ოჯახური ძალადობის მსხვერპლს გამოუმუშავდება თავისი სიცოცხლის კონტროლის საშუალება, მას შეუძლია მიი¬ღოს ინფორმაცია და დახმარება ამ საქმეში. გარდა ამისა, ისინი, ვინც ჩადიან ძალა¬დობას, თავიანთ მოქმედებაზე პასუხისმგებლები უნდა გახდნენ.
არსებობს საინფორმაციო წყაროები, რომლებიც შედგება საბიბლიო¬თეკო დეპარტამენტებისგან. ისინი შეიცავენ როგორც ადგილობრივ, ისე საერ¬თაშორისო წყაროებს და ეხმარებიან უნიცეფ-ს. პროგრამები ხორციელ¬დე¬ბა სხვადასხვა ქვეყნებში: თურქეთი, სერბია, ეთიოპია, სომალი და ა.შ.
ასეთი ორგანიზაციები საქართველოშიც არსებობს, მართალია, ჯერ არც თუ ისე პოპულარული, რადგან საკმაოდ ძნელია ძალადობის მსხვერპლი ადა¬მიანსთვის იმის აღიარება, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და შემ¬დეგ შესაბამიასი ორგანიზაციისთვის დახმარებისთვის მიმართვა.
მსგავს ორგანიზაციებსა და პროგრამებს პირველ რიგში სახელმწიფომ უნ¬და შეუწყოს ხელი, ასევე საზოგადოებამ თავის მხრიდან უნდა გამო¬ხა¬ტოს თავისი აზრი ძალადობის შესახებ. იგი წინ უნდა აღუდგეს მას და იხმაროს ყველანაირი ძალა, რათა იგი უფრო იშვიათი გახდეს და ხალხ¬მა თავი დაცულად იგრძნოს. არ უნდა გვეგონოს, რომ ოჯახური ძალადო¬ბა მხოლოდ ჩამორჩენილი ქვეყნების დამახასიათებელია და ჩვენთვის ეს უცხო ხილია. ძალადობა ხორციელდება საზოგადოების საკმაოდ მაღალ სა¬ფე¬ხურზე მდგარ ოჯახებშიც და მას ახორციელებენ საკმაოდ მაღალი სტა¬ტუსის მქონე ადამიანები. ასე რომ, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყვე¬ლა¬ნაირად უნდა შეუწყონ ხელი მის აღკვეთას, რათა ჩვენს ოჯახებში სიმშვიდე დამყარდეს.

წყარო: http://ka.shvoong.com/social-sciences/psychology/2041779-ოჯახური-ძალადობა/

No comments:

Post a Comment