Showing posts with label ბავშვთა ფსიქოლოგია. Show all posts
Showing posts with label ბავშვთა ფსიქოლოგია. Show all posts

Saturday, October 15, 2011

ნაყოფის განვითარების ფსიქოლოგია

ზემგრძნობიარე დანადგარების გამოყენებით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა დი პიეტრომ  და სხვა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობის 32-ე კვირაზე-დაბადებამდე 2 თვით ადრე- ბავშვი იქცევა ზუსტად ისე, როგორც ახალშობილი.  ეს გრძელდება შემდგომი 12 კვირის მანძილზე. მეცნიერების ბოლო გამოკვლევები გვაცნობენ, რომ9-ე კვირაზე ნაყოფს შეიძლება ასლოკინებდეს და რეაგირებდეს ხმამაღალ ბგერებზე. მეორე ტრიმესტრის ბოლოს მას უვითარდება სმენა. ნაყოფი გემოს უსინჯავს დედის საკვებს და პირველად უჩნდება “პირის გემო” კულტურულ-ეთნიკური  თავისებურებებიდან გამომდინარე. სხვა გონებრივ ჩვევათა შორის ნაყოფმა შეიძლება განასხვავოს დედის ხმა უცნობი ადამიანის ხმისაგან, მოახდინოს რეაგირება ნაცნობ, მისთვის წაკითხულ ზღაპარზე.


ბავშვის ფსიქოლოგიის შესახებ (მიმოხილვა)

დაბადების მომენტიდან ბავშვი აქტიურად იკვლევს უშუალოდ მის გ
არშემო მყოფ სამყაროს, პირველ რიგში მის სიახლოვეში მოძრავ ან ცვალებად ობიექტებს. პარალელურად მიმდინარეობს მისი სმენითი და ვიზუალური აღქმის კოორდინაცია. ანუ ამ ეტაპზე ბავშვისათვის დამახასიათებელია კვლევითი ქცევა.
ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპის მახასიათებელია მისი მოტორული განვითარება. სხვა და სხვა ასაკის ბავშვთა მოძრაობითი ქცევის დაფიქსირებისა და ანალიზის საფუძველზე იელის (ა.შ.შ.) უნივერსიტეტის მკვლევარმა ა. გეზელმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს ბავშვის ასაკის შესაბამისი მოტორული განვითარების კანონზომიერებები. ამის გარდა მათ გამოიკვლიეს ბავშვის მეტყველებითი და ადაპტიური ქცევა, მისი ქცევა ჯგუფში. ამ კვლევებს ძირითადად ეყრდნობა ფსიქიკური განვითარების თანამედროვე სკალები, მათ შორის ბეილის სახელწოდებით ცნობილი სკალები, რომლებიც იძლევიან საშუალებას შევაფასოთ ორი წლის ასაკამდე ბავშვის მოტორული, მეტყველებითი და ადაპტიური განვითარება.

Tuesday, July 5, 2011

ბავშვის განვითარების ასაკობრივი კრიზისები

   ჩვილი ბავშვის ასაკობრივი კრიზისი განპირობებულია განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლის თავისებურებებით. ის ასევე ცნობილია, როგორც სიარულის, მეტყველებისა და ნებისყოფის ჩამოყალიბების კრიზისი და გამოიხატება იმაში, რომ აკრძალვის ან რაიმეზე უარის თქმის საპასუხოდ ბავშვი ხმამაღალი კივილითა, თუ სრული დაუმორჩილებლობით, ხელის მოქნევითა, თუ ფეხის ბაკუნით, იატაკზე დაცემით გამოხატავს ძლიერ, ემოციურ პროტესტს. ასეთ გამოვლენებს და ქმედებებს ბავშვი იყენებს აკრძალვებისა და უარების გადასალახავად. მისი პროტესტის სიმძლავრე დამოკიდებულია ოჯახში აღზრდის არჩეულ და დამკვიდრებულ სტილზე. მშობლების ამოცანაა - არ მოახდინონ ბავშვზე გადამეტებული ზეწოლა და თავის მოთხოვნებში უნდა ინარჩუნებდნენ თანმიმდევრობას, რამის აკრძალვა არ ითმენს შეღავათებს და მას უნდა იცავდეს ოჯახის ყველა წევრი. ხშირად კი აბსოლუტური აკრძალვების დაწესების მაგივრად სჯობს გამორიცხოთ მათი წარმოშობის მიზეზები. მაგალითად, დანისა ან ასანთის ხმარების აკრძალვის ნაცვლად, მოაშორეთ ისინი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ადგილებიდან.

ბავშვის თვითკონტროლი - ცხოვრებაში მისი წარმატებულობის საწინდარია!

ჟურნალში „Proceedings of the National Academy of Sciences“ გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერთა ჯგუფი ასაბუთებს ფრიად საინტერესო დასკვნას: თურმე 3 - დან 11 წლამდე ასაკის ბავშვის თვითკონტროლის დონე პირდაპირ კავშირშია მის წარმატებულობასთან საქმიანობასა და ოჯახურ ცხოვრებაში ზრდასრულ ასაკში. თავის კვლევაში ამერიკის შეერთებული შტატების დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერები ზრდასრული ადამიანის წარმატებულობას აფასებდნენ რამდენიმე პარამეტრის, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის დონის მეშვეობით. მათი დაკვირვებით ბავშვის თვითკონტროლის დონის გათვალისწინებით შესაძლებელია შემდგომ ცხოვრებაში მისი წარმატებულობის „წინასწარმეტყველება“.