Showing posts with label რჩევები. Show all posts
Showing posts with label რჩევები. Show all posts

Saturday, October 15, 2011

არტ თერაპია

არტ თერაპია ექსპრესიული ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომლითაც ხდება სასურველი შედეგის მიღწევა ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით: ხატვით, ძერწვით, მუსიკით, თეატრალური ჩანართებით და სხვ.

მისი საშუალებით ხერხდება განმუხტვა, სტრესის და პოსტტრამვული სიმპტომების მოხსნა, თვითგამორკვევა, არაცნობიერის გაცნობიერება, ასევე ურთიერთობების დარეგულირება ადამიანებს შორის და კრეატულობის განვითარება.

არტ თერაპია ძალიან ეფექტურია, როდესაც ტარდება 10-15 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში. ჯგუფის წამყვანი იძლევა ინსტრუქციებს და დავალებებს, რომლებსაც მონაწილეები ცალ-ცალკე ან ჯგუფთან ერთად ასრულებენ. შექმნილი დადებითი ემოციური ფონი კი ხსნის დაძაბულობას და თავისუფლებას მატებს თითოეულს.

Friday, October 14, 2011

სხეულის ენა

ჩვენი სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა. ნებისმიერი ფიზიკური ჟესტი, რომელსაც ვაკეთებთ, ქვეცნობიერად თავისებურადაა აღქმული სხვების მიერ. ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სხეულის ენას ვიყენებთ. ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი პირიქით, ნეგატიურს.

Sunday, July 10, 2011

ფსიქოლოგები გვირჩევენ - როგორ დავანებოთ თავი მოწევას

ამერიკელი ფსიქოლოგები თვლიან, რომ მოწევის შეწყვეტა – ერთ-ერთია იმ ურთულეს ამოცანათაგან, რომლებიც იძულებულია გადაჭრას ადამიანმა. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ -”ამერიკელები არამწეველების უფლებების დასაცავად” (AmericansforNonsmokers’ Rights) მწეველებისათვის, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიდააღწიონ ამ მავნეჩვევას, შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციები:

1. სწორად დასვით საკითხი. გირჩევთ არ გამოიყენოთ ფრაზა “მე თავს ვანებებ მოწევას”. ამის მაგივრად თქვით: “მე არ მინდა მოწევა”. გარეგნულად სხვაობა შეუმჩნეველია, მაგრამ, როგორც გამოკვლევები გვიჩვენებენ, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე;

Tuesday, July 5, 2011

ფსიქოლოგთა რჩევა "ფილმების ქართულად გახმოვანების აკრძალვა დაუშვებელია"

დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ფილმების სუბტიტრების შესახებ რჩევებს მიმართვის სახით უზგავნის.


მიმართვაში ნათქვამია, რომ “მაუწყებლობის შესახებ” და “კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” კანონებში დამატებათა კანონპროექტის განმარტებით ბარათში (პუნქტი დ.ა) საუბარია, რომ კანონპროექტს არ გაუვლია არც საზოგადოებრივი და არც პროფესიული ექსპერტიზა, რაც ფრიად ნიშანდობლივია. კანონპროექტს ეს ნამდვილად ეტყობა.


“კინო – ესაა სინთეზური ხელოვნება, აღიქმება ერთდროულად ორი შეგრძნებით – მხედველობითა და სმენით. ესაა კინოს დიდი უპირატესობა, ამაშია მისი ბუნებრიობა, ადვილადაღსაქმელობა და ამითაა გამოწვეული მისი მიმზიდველობაც. ამიტომაა კინო კარგი დასასვენებელი საშუალება.