Showing posts with label ფსიქოლოგები. Show all posts
Showing posts with label ფსიქოლოგები. Show all posts

Saturday, October 15, 2011

ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი (დ. 1856 წლის 6 მაისს იმ დროისთვის ავსტრიის იმპერიის ქალაქ ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქალაქი პრჟიბორი) — გ. 23 სექტემბერი, 1939, ლონდონი), ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.
იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ე.წ. Drive-ი(ქცევის ფსიქიკური მასტიმულირებელი, მამოძრავებელი ან/და აღმძვრელი ფაქტორები.) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და
გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ეს პიროვნება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ასპარეზზე. 18 წლისამ, ვენის უნივერსიტეტში ნაშრომები წარადგინა, თუმცა დაიწუნეს და აუკრძალეს ამ სფეროსი მუშაობა. გავიდა ხანი და მან საკუტარი სახსრებით წიგნიც კი გამოსცა - პარაფსიქოლოგია და სიზმრები. რის შედეგადაც ხალხში დიდი პოპულარობა მოიპივა და მალე პაციენტების მიღებაზეც დასთანხმდა. სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს იმ სფეროში, რაშიც თავად მოღვაწეობდა.სალვადორ დალი მასზე ამბობდა- ის ჩემი მეორე მამა არისო.

Wednesday, October 12, 2011

დეილ კარნეგი



დეილ კარნეგი - ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი. მან ჩამოაყალიბა უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების თეორია. იგი აღიარებდა და ცხოვრობდა პრინციპით – არ არსებობენ ცუდი ადამიანები, არამედ არის უბრალოდ გაუგებარი გარემოებები, რასთანაც ბრძოლა შესაძლებელია და არ ღირს ამის გულისთვის სხვა ადამიანების ცხოვრების და ხასიათის გაფუჭება.

Sunday, July 10, 2011

დიმიტრი უზნაძე

დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე (დ. 2 დეკემბერი, 1886, სოფელი ქვედა საქარა, ამჟამად ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 1950, თბილისი), ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1918).

ბიოგრაფია 

1904 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1909 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იმავე წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში (გერმანია). ეს ნაშრომი ეძღვნებოდა ვ.სოლოვიოვის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და წარმოადგენდა ამ საკითხზე დაცულ პირველ დადისერტაციო ნაშრომს. 1913 წელს უზნაძემ ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის (უკრაინა) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით.